მტევნის ქირურგია
მტევნს ქირურგია არის პლასტიკური ქირურგიის დიდი ნაწილი, რომელიც პაციენტს ზემო კიდურების ტრავმების და დაავადებების არსებობის შემთხვევაში ეხმარება.
ადამიანის მტევანს მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, მტევნის მთლიანობის უმნიშვნელო დარღვევასაც კი მივყავართ მისი ფუნქციის დაკარგვამდე, რომელიც თავის მხრივ ინვალიდობას იწვევს.
ისტორია
ცნობილია, რომ II მსოფლიო ომის დროს სტერლინგ ბანელის შრომების წყალობით მტევნის ქირურგია ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა.

Bunnel – მტევნის ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელი და მისი წიგნი Surgery of The Hand 1944
მტევნის ქირურგიის აღმავლობის ხანა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მიკროქირურგიის განვითარების დროს დადგა. მიკროქირურგიული ტექნიკის დახმარებით შესაძლებელი გახდა კიდურების ამპუტირებული სეგმენტების რეპლანტაცია (რეპლანტოლოგია), დაკარგული თითების აღდგენა ტერფის თითების აუტოტრანსპლანტაციის საშუალებით, ტრავმის შედეგად მტევნის მოძრავი და მგრძნობიარე ფუნქციის აღდგენა ნერვის მიკროქირურგიული ნაკერის საშუალებით, აგრეთვე რბილი ქსოვილების დეფექტების აღმოფხვრა რთული შემადგენლობის ვასკულარიზებული ნაფლეთის გადანერგვით.

საოპერაციო მიკროსკოპი და მიკროქირურგიული ინსტრუმენტები
საქარათველოში მტევნის ქირურგიას საფუძველი ჩვენს კლნიკაში ჩაეყარა, როდესაც მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ი.კუზანოვი. მან ამჟამინდელი ქირურგიის კორიფეებთან - აკუჩინი, მილანოვი, სტეფანოვი, ფერაძე, რომელბიც იმ დროს კრილოვის ხელმძღვანელობით ორდინატორები და ასპირანტები იყვნენ, შექმნეს საბჭოთა კავშირში მიკროქირურგიის სკოლა.
საქართვლოში პროფესორების ი.კუზანოვის და გ.ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გადაუდებელი მიკროქირურგიის პირველი განყოფილება. განყოფილებაში შესრულდა 15000-ზე მეტი მიკროქირურგიული ოპერაცია. 1982 წელს პროფ ი.კუზანოვი და გ.ნაცვლიშვილი წარდგენილნი იყვნენ საჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიაზე გადაუდებელ მიკროქირურგიაში შეტანილი წვლილის გამო.
რეპლანტოლოგია (გადაუდებელი მიკროქირურგია)
რეპლანტოლოგია ეს არის მტევნის ქირურგიის ნაწილი, რომელიც მიკროქირურგიული ტექნიკის დახმარებით მტევნის მოკვეთილი სეგმენტების რეპლანტირების (მიკერების) საშუალებას იძლევა. ამრიგად, ერთი თითის რეპლანტაციისათვის საჭიროა: ერთი არტერიის, ორი ვენის, ორი ნერვის, ასევე მომხრელი და გამშლელი მყესების მიკერება და ძვლის მთლიანობის აღდგენა (ოსტეოსინთეზი). მტევნის პირველი თითის ამპუტაცია უტოლდება მტევის ფუნქციის 80%-მდე დაკარგვას.

პირველად საქართველოში 1977 წ. ჩატარდა, პირველი თითის რეპლანტაცია, ავადმყოფი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ თითის აღდგენილი ფუნქცით


ავადმყოფი მოწყვეტილი მტევნის I თითით. ავადმყოფი ოპერციიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. სახეზეა კარგი ფუნქციონალური შედეგი, აღდგენილია მტევნის როგორც
ნატიფი, ასევე ხისტი ფუნქცია


მარჯვენა მტევნის IV თითის ხელთათმანისებური (ბეჭდისებური) ამპუტაცია. პაციენტი ოპერაციიდან 7 დღისა და 3 თვის შემდეგ


II - III თითების გილიოტინისებური ამპუტაცია პროქსიმალური ფალანგის დონეზე. ოპერაციამდე და ოპეაციიდან 1 თვის შემდეგ

მარცხენა მტევნის თითების (II-V) გილიოტინისებური ამპუტაცია. ოპერაციის დროს აღდგენილია 4 არტერია, 8 ვენა, 8 ნერვი, 8 მყესი, მაჯის 4 ძვლის ოსტეოსინთეზი

II თითის ამპუტაცია შუა მესამედის დონეზე და მთლიანი მტევნის III-Vთითების ამპუტაცია ერთი ბლოკით


მტევნის ამპუტაცია მეტაკარპალურ დონეზე ოპერაციამდე და ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ, მტევნის ფუნქცია აღდგენილია



მარჯვენა მტევნის ამპუტაცია. მტევანი უშუალოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ. პაციენტი ოპერაციიდან 25 წლის შემდეგ. მტევნის ფუნქცია აღდგენილია

საბჭოთა კავშირში პირველად საქართველოში 1978 წელს 4 წლის ბავშვს ჩუტარდა ამპუტირებული მტევნის რეპლანტაცია. ავადმყოფი ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ აღდგენილი მარცხენა მტევნით


მარჯვენა წინამხრის ამპუტაცია ქვედა მესამედის დონეზე. ავადმყოფი ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, ავადმყოფის შრომისუნარიანობა აღდენილია

ორივე მტევნის ამპუტაცია. პაციენტი ოპერაციიდან სამი კვირის შემდეგ

მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია მხრის დონეზე. ავადმყოფი ოპერაციის შემდეგ ზედა კიდურის აღდგენილი ფუნქციით
მტევნის გეგემიური ქირურგია
თითების გადანერგვა
ცნობილია, რომ თითების დაკარგვას ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს, მაგრამ მიკროქირურგიის მიღწევები საშუალებას გვაძლევს გადავნერგოთ თითები ერთი ხელიდან მეორეზე ან ტერფიდან მტევანზე და ამით აღვანდგინოთDპაციენტის /ავადმყოფის/ შრომისუნარიანობა.


ავადმყოფი მტევნის I-III თითების პოსტ-ტრავმული ამპუტაციით. ცნობილია, რომ მტევნის I თითის დაკარგვა მტევნის ფუნქციის 80%-ის დაკარგვის ტოლფასია. მტევნის ფუნქციის აღდგენის მიზნით ტერფის II თითი გადანერგილი იქნა მტევნის I თითის ადგილას. პაციენტი ავადმყოფი ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ. მტევნის ფუნქცია აღდგენილია


პაციენტი ავადმყოფი მარჯვენა მტევნს I-II თითების პოსტ-ტრავმული ამპუტაციით. მტევნის ფუნქციის აღდგენის მიზნით ტერფის II თითი გადაინერგა მტევნის პირველი თითის ადგილას. პაციენტი ავადმყოფი ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ. ფუნქცია აღდგენილია

პაციენეტი მარჯვენა მტევნის II თითის ტრავმული ამპუტაციით, პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრების დონეზე. მარცხენა მტევნის III თითის ამპუტაციით შუა ფალანგის დონეზე. პაციენტი დიდ ყურადღებას უთმობდა ხელების ესთეთიკურ მხარეს. მარჯვენა მტევნის II თითის სრულყოფილი აღდგენის მიზნით მარცხენა მტევნიდან აღებული იქნა მესამე თითის ტაკვი, რომლის საშუალებითაც დაგრძელედა მარჯვენა მტევანის ტაკვი. ამით მივაღწიეთ დამაკამაყოფილებელ ესთეტიკურ შედეგს



პაციენტი ავადმყოფი მარჯვენა მტევნის III თითის პროქსიმალური ფალანგთაშორისი პოსტ-ტრავმული დაზიანებით. პაციენტი იყო მხატვარი და საჭიროებდა მტევნის ფუნქციის სრულ აღდგენას. მარჯვენა მტევნის მე-3 თითი ფუნქიის აღდგენის მიზნით მას გადაენერგა ნაფლეთი: ტერფის მე-3 თითის ვასკულარიზებული სახსარი თითებსშორისი ქსოვილებით. მეთოდი და ოპერაცია შემუშავებული იქნა პროფ. ი. კუზანოვის მიერ
მტევნის თანდაყოლილი დეფექტები
პოლიდაქტილია
პოლიდაქტილია ეს არის მრავალთითიანობა მტევანზე ან ტერფზე. პოლიდაქტილია 5000-დან 1 ახალშობილს აღენიშნება. ყველაზე ხშირად გვხვდება 6 თითიანობა, მაგრამ თითების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 10 ან მეტს. ზედმეტ თითებს შეიძლება ქონდეს ყველა შემადგენელი ელემენტი, ან ამ ელემენტების რომელიმე ნაწილი. ჩვეულებრივ ზედმეტი თითები კიდურების მუშაობას მხოლოდ ხელს უშლიან და ნეგატიურ გავლენას ახდენენ ბავშვის ფსიქიკაზე.
თუ ხელის პოლიდაქტილია უფრო ხშირად წარმოადგენს კოსმეტიკურ დეფექტს, ფეხის პოლიდაქტილია არღვევს კიდურის ფუნქციას. დეფორმაცია ბავშვის ზრდასთან ერთად პროგრესირებს, რაც შემდგომში ართულებს ამ ანომალიის კორქციას. ტერფის დეფექტები ხელს უშლის სიარულის პროცესს, ზღუდავს ფიზიკურ განვითარებას და პროფესიის არჩევას, ამიტომ უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, უვითარებს არასრულფასოვნების კომპლექსს.
პოლიდაქტილიის მკურნალობა
მკურნალობა ეს არის ზედმეტი თითების მოშორება ოპერაციული ჩარევით. უმეტეს შემთხვევაში ჩარევა ხორცილედება ადრეულ ასკში. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ტერფის პოლიდქტილიის დროს. ბავშვს ტერფის სწორი ფორმა მანამადე უნდა ქონდეს სანამ სიარულს დაიწყებს. ოპერაციის მეთოდი და მოცულობა ცალკეულ შემთხვევაში შეირჩევა ინდივიდუალურად რადგან პოლიდაქტილიის დროს ხშირად შეინიშნება კიდურების სხვა წვრილმანი დეფექტებიც.

პოსტაქსიალური პოლიდაქტილიის A ტიპი, პაციენტს ავადმყოფს ორივე მტევანი 6 თითიანი აქვს

პოსტაქსიალური პოლიდაქტილია, 6 თითიანი მარცხენა ტერფი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2თვის შემდეგ
სინდაქტილია
სინდაქტილია ეს არის ხელის მტევნის ან ტერფის თითების სრული ან ნაწილობრივი თანდაყოლილი შეტყუპება, რაც იწვევს კოსმეტიკურ და ფუნქციონალურ დეფექტს, ეს პათოლოგია გვხვდება ახალშობილთა დაახლოებით 10%-ში. გამოყოფენ სინდაქტილიის შემდეგ ფორმებს:
- კან-აპკოვანი ფორმა – ასეთ შემთხვევაში შეტყუპება ხდება კანის თხელი ქსოვილით, ეს შედარებით მსუბუქი ფორმაა;
- კანის ფორმა – ასეთ შემთხვევაში შეერთება ხდება როგორც კანით ასევე სხვა რბილი ქსოვილებითაც;
- დაბოლოებების ფორმა – ასეთ შემთხვევაში შეერთება ხდება მხოლოდ საფრჩხილე ფალანგების დონეზე;
- ძვლოვანი ფორმა – ამ შემთხვევაში შეერთებულია ფალანგების ძვლებიც, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმა;
- შერეული ფორმა – ის შესდგება სინდაქტილიის ყვლა სხვადასხვა ფორმებისაგან და მის ყველაზე რთულ ფორმას წარმოადგენს.
სინდქტილიის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით. ოპერაცია მდგომარეობს შეერთებული თითების გაყოფასა და დეფექტის შენიღბვაში ადგილობრივი კანის პლასტიკით ან კანის გადანერგვით.



მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითებისა და ორივე ტერფის მე-4 და მე-5 თითების სინდაქტილიის ძვლოვანი ფორმა

მარცხენა მტევნის მე-4 და მე-5 თითების სინდაქტილიის ძვლოვანი ფორმა. პაციენტი ოპერციიდან 1 წლის შემდეგ აღდგენილი ფუნქციით
მტევნის სხვა თანდაყოლილი დეფექტები
გიგანტოდაქტილია
ეს არის პათოლოგია, როდესაც რამდენიმე თითი სხვებზე გაცილებით დიდია. პათოლოგია როგორც წესი თანდაყოლილია და შესაძლებელია გადაეცეს მემკვიდრეობით. მკურნალობა ქირურგიულია. ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კიდურების თითების ამპუტაცია.

ავადმყოფი მარჯვენა მტევნის მე-4 და მე 5 თითების გიგანტოდაქტილიით ოპერაციამდე და თითების ზომაში შემცირებიდან 6 თვის შემდეგ
მტევნის სხვა თანდაყოლილი დეფექტები


ავადმყოფი მარცხენა მტევნის განვითარების ანომალიით (მე-4 თითის განუვითარებლობა და მესამე-მეოთხე ნების ძვლებს შორის სივრცის შეუხორცებლობა) ოპერციამდე და უშუალოდ ოპერაციის შემდეგ

ორივე ტერფის მე-5 თითების თანდაყოლილი დამოკლებული მომხრელი სტრუქტურის თანდაყოლილი პათოლოგია. ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ
მტევნის დამწვრომისშემდგომი კონტრაქტურა
კიდურების დამწრობების შედეგად ხშირად ვითარდება დამწვრობისშემდგომი კონტრაქტურები. დამწვრობისშემდგომი კონტრაქტურა ეს არის სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რომლის დროსაც შეუძლებელია ერთ ან რამოდენიმე სახსრის სრულად მოხრა ან გაშლა. დამწვრობისშემდგომი კონტრაქტურა როგორც წესი სახსრების მოძრაობას ზღუდავს, კანზე უხეში ნაწიბურების არსებობის გამო. ზოგ შემთხვევაში აგრეთვე ვითარდება სახსრების და მყესების დამწვრობისშემდგომი კონტრაქტიურა. საწყის ეტაპზე კონტრაქტურების მკურნალობა შესძლებელია კომბინირებული კონსერვატიული მკურნალობის საშუალებით: სხვადასხვა მალამოების, მედიკამენტების, კომპრესიული თეთრეულის, ფიზიოთერაპიის, მასაჟის სამკურნალო ფიზკულტურის და ა.შ.
თუმცა ხშირ შემთხვევაში (ძველი ჩამოყლიებებული ნაწიბურები) დამწვრობისშემდგმი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით, რაც გულისხმობს ნაწიბურების ამოკვეთას. ადგილობრივი პლასტიკის გამოყენებას (ადგილობრივი Z, V, Y პლასტიკა), თავისუფალი კანის გადანერგვით ან ვასკულარიზებული ნაფლეთის გამოყენებით.


პაციენტი ავადმყოფი მარჯვენა მტევნის II და V თითების დამწვრობისშემდგომი მომხრელი კონტრაქტურით. ოპერაციამდე და დეფექტის ადგილას თავისუფალი კანის გადანერგვიდან 3 თვის შემდეგ


პაციენტი ავადმყოფი მარცხენა მტევნის პირველი თითის დამწვრობისშემდგომი მომხრელი კონტრაქტურით. ოპერაციამდე და ნაწიბურის ამოკვეთიდან და თავისუფალი კანის გადანერგვიდან 1 თვის შემდეგ

პაციენტი ავადმყოფი მარცხენა მტევნის ხელისგულის დამწვრობისშემდგომი მოხრითი კონტრაქტურით (შეზღუდულია ყველა თითის გაშლა). ავადმყოფი ოპერაციამდე და ნაწიბურის ამოკვეთიდან და თავისუფალი კანის გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ

პაციენტი ავადმყოფი II-V თითების გამშლელი ფუნქციის დარღვევით, ინტრაოპერაციული სლაიდი ნაწიბურის ამოკვეთის შემდეგ. დეფექტი დაიფარა თავისუფალი კანის ნაფლეთით
|