|
ქირურგიული სტომატოლოგია
კბილების ამოღება
თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კბილს იღებენ, მხოლოდ უკიდურეს შემთვევებში, როცა მკურნალობის თერაპიული მეთოდი კბილს ვერ გადაარჩენს: თუ კბილი მუდმივად ტრავმას აყენებს ლოყის ლორწოვან გარსს და სხვადასხვა სახის ანთების საშიშროება არსებობს. ამოვიღოთ, თუ არ ამოვიღოთ სიბრძნის კბილი – ეს საკითხი უნდა გადაწტვიტოთ თქვენს სტომატოლოგთან ერთად.
სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად იღებენ მეექვსე კბილს. იმ შემთხვევაში თუ ამოღებული მეექვსე კბილის ადგილას უნდა დაყენდეს ხიდისებრი პროთეზი, მისი დამაგრება შეიძლება მერვე სიბრძნის კბილზე, თუ მეშვიდე კბილი ძალიან დაშლილია. ამ გაგებით სიბრძნის კბილის აუცილებლად ამოღების პრაქტიკას შემოღებულს რიგ დასავლეთის ქვეყნებში, გააჩნია მეორე მხარეც.
კბილის ამოღების მაჩვენებლი, შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
- კისტა, როცა შეუძლებელია კბილის შენარჩუნება;
- თუ კბილების რაოდენობა აღემატება ნორმას, რამაც შეიძლება გამრუდება გამოწვიოს;
- თუ კბილი პროთეზის დაყენებას უშლის ხელს;
- პერიოდონტიტის გარტულებული ფორმის დროს- პერიოდონტის ანთება- თუ ვერ ხდება ანთების კერის ლიკვიდაცია;
- თუ კბილები კარიესით არის სულ დაშლილი;
- ზოგიერთ შემთხვევაში კბილის ამოღების მაჩვენებლი შეიძლება იყოს იოგის დაშლა, რაც კბილს იჭერს ღრძილში;
- ბრეკეტ-სისტემის გასაკეთებლად პირის ღრუს მომზადება.
ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგირჩევენ ანესთეზიას ინდივიდუალდ უკუჩვენების გათვალისწინებით. ხოლო კბილის ამოღების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში. |