რენტგენ-დიაგნოსტიკა

დეტალური ვიზიოგრაფია

იმისთვის, რომ კბილზე სურათი გადაიღოთ, ჩვენ ვიყენებთ რენტგენოგრაფიულ აპარატს-ვიზიოგრაფს - ამსათან მკურნალობის ყველა ეტაპი მაქსიმალურად თვალსაჩინო ხდება არა მარტო ექიმისათვის, რომელსაც გააჩნია საკმარისი გამოცდილება, არამედ პაციენტისათვისაც, რომელიც პირველად ხედავს კბილის სურათს.

ჩვეულებრივი რენტგენის აპარატისაგან განსხვავებით, ვიზიოგრაფი ამჟღავნებს კბილის სტრუქტურის ყველაზე პატარა ცვლილებასაც კი, ხოლო რადიაციის დოზის შემცირება, გამოსახულების მიღების პროცესს ხდის მაქსიმალურად უსაფრთხოს; ამასთან გამჟღავნება საჭირო აღარ არის, რაც მნიშვნელოვნად უწევს ეკონომიას ექიმისა და პაციენტის დროს.

მნიშვნელოვანია, რომ კბილის სურათი ახლა შეინახება საერთი კომპიუტერულ ბაზაში, რაც ნებისმიერ დროს, სწრაფად და მოხერხებულად ხელმისაწვდომი იქნება.

უმეტესობა თანამედროვე ვიზიოგრაფები გამოყენებაში ადვილი და ერგონომიულია.

დეტალური ვიზიოგრაფია ჩვენი კლინიკის სპეციალისტებს ეხმარება გააკონტროლონ მკურანალობის ეფექტურობა ყველა ეტაპზე და ჩაატარონ სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა.  დენტალური ვიზიოგრაფიის ჩატარების მაჩვენებელია პულპიტი, პერიოდინტიტი ან კარიესი გართულებული ფორმით.