კბილების პროთეზირება

მეტალოკერამიკა

ახლა ყველაზე პოპულარული კბილის პროთეზის სახეობაა მეტალოკერამიკა, რომელიც არ იხსნება: მეტალოკერამიკა უფრო ახლოსაა თავისი მეტალოკერამიკოფიზიკური - თვისებებით ნამდვილი კბილების მინანქართან.

უპირატესობა

  1. მეტალოკერამიკის დახმარებით შეიძლება მივაღწიოთ ხელოვნური კბილების სრულ იდენტურობას ბუნებრივი შესახედაობითა და ფუნქციით.
  2. მეტალოკერამიკის ხელოვნური კბილებით შეიძლება საკვების მშვენივრად დაღეჭვა (მათი სწორად დამზადებს შემთხვევაში) ისევე, როგორც საკუთარი კბილებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესადაც კი.
  3. მეტალოკერამიკას უფრო ნაკლებად ეკვრის მიკრობული ნადები, ვიდრე საკუთარ კბილებს ან ლითონს. შედეგად მეტალოკერამიკის კბილები უფრო “ჰიგიენურია”. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის, რომლებსაც პარადონტიტი აქვთ.
  4. ხანგრძლივობა. მ ეტალოკერამიკის კონსტრუქცია ზუსტად ჯდება კბილებზე. შესაბამისად გვრიგვინსა და კბილს შორის საკვები და ნერწყვი არ ხვდება, კარიესი გვირგვინის ქვეშ არ ვითარდება. რის შედეგადაც გვირგვინი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. დღესდღეობით მეტალოკერამიკის ყველაზე ხანგრძლივი კონსტრუქციაა, რომელიც სტომატოლოგიაში შეიძლება იყოს. მეტალოკერამიკის  მომსახურების საშუალო ვადა არაკეთილშობილი შენადნობით 10-12 წელია. ოქროსა და პლატინის შენადნობით 15 წელი და მეტი. მეტალოკერამიკის გვრიგვინის მომსახურების ასეთი ვადა, შესაძლებელია, თუ ის გაკეთებულია განსაკუთრებული მეთოდით თანამედროვე მასალებისა და მეთოდის გამოყენებით.
  5. მეტალოკერამიკის დახმაებით შესაძლებელია მარტივიდან ყველაზე რთული დეფორმაციის კბილების პროტეზირება ერთანირი წარმატებითა და ხანგრძლივი პროგნოზით.
  6. სწორად გაკეთებული მეტალოკერამიკის გვირგვინი არასოდეს არ გამოიწვევს ცვლილებებს ღრძილებზე. არ იქნება ღრძილიდან სისხლდენა, არ შეიცვლის თავის ფერს, არ შეიცვლის კონტურს. ეს თუ ასე არ არის, მაშინ თქვენი მეტალოკერამიკის დამზადებისას არ იყო გათვალისწინებული ასეთი პროთეზირების თანამედროვე მეთოდები.

დამზადება

მეტალოკერამიკა - პროთეზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც არ იხსნება. ჯერ კეთდება ლითონის კარკასი, რომელზეც ფენებად იდება კერამიკული მასა, ხოლო შემდეგ ხდება მისი გამოწვა. ლითონკერამიკის კონსტრუქციების დამზადებისას ტექნიკოსი ამზადებს სპეციალურად შემუშავებულ მოდელს, რომელზეც იქნება გაკეთებული მომავალი კბილების ყველა პატარა ანატომიური დეტალი - ბორცვი, ფისურა და ა.შ. და გათვალისწინებულია თითოეულ კბილზე დატვირთვის ძალა.

ამგვარად, მეტალოკერამიკა ან მეტალოკერამიკის კბილების გვირგვინები წარმოადგენს ჩვეულებრივი ლითონის გვირგვინს კერამიკული მოპირკეთებით.  

გამოყენება

ამ სახის პროთეზი გამოიყენება მაშინ, როცა კბილის დაშლის დონე ძალიან დიდია, იმისათვის რათა უზრუნველვყოთ კონსტრუქციის სიმყარე. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მაგარი, მაგრამ ამავე დროს მსუბუქი ლითონის  ჩამოსხმული კარკასით. მეტალოკერამიკული გვირგვინების ჩასმა შეიძლება წინა კბილებზეც და უკანა კბილებზეც.

ცირკონის გვირგვინები

ხანგრძლივი დროის მანძილზე დაკარგული კბილების აღდგენის უფრო ესთეტიური მეთოდი იყო პროთეზირება მეტალოკერამიკის გვირგვინებით, ე.ი. გვირგვინებით, რომლებიც შედგებოდა 2 ფენისაგან - ლიონისა და კერამიკის. ლითონის კარკასი უზრუნველყოფს კონსტრუქცის სიმყარეს, ხოლო კერამიკული ფენა – ესთეტიკას. არსებითი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ლითონკერამიკის ესთეტიურობას, არის მუქი ფერი და ლითონის საფუძვლის გაუმჭვირვალობა, რომელიც საჭიროებს ამ პრობლემის გადაჭრას, არც ისე ადვილ საშაუალებებს, კერძოდ სპეციალური ოპაკის ფენისა და კერამიკის ფენის სისქის გაზრდას. ხშირად გვეხმარება ძვირფასი მეტალების შენადნობი, რომელთაც გააჩნიათ უფრო ყვითელი ფერი. კარკასზე საერთოდ უარის თქმა - შეუძლებელია: კერამიკა ძალიან სუსტია.   

ცირკონიუმის ოქსიდი –ახალი კერამიკული მასალა (ულითონო კერამიკა), საკმაოდ მყარია, ძალიან ესეთეტიურია, სასიამოვნო თეთრი ფერის, ბიოშეთავსებადია კბილის ქსოვილებთან.

პროთეზირება ცირკონიუმის ოქსიდის საფუძველზე (ZrO2) - ცირკონიუმის გვირგვინები – ახდენილი ოცნებაა მაღალი ესთეთიური მოთხოვნების პაციენტების, ალერგიული და პაციენტებისათვის, რომლებსაც მგრძნობიარე კბილები აქვთ.

ტექნიკური უმაღლესი სკოლის შემუშავების დამსახურებით (ქ. ციურიხი) ულითონო კერამიკის დარგში, დღეს არის იმის საშუალება, შეიქმანს პროთეზები კარკასზე ცირკონიუმის ოქსიდისაგან (ცირკონიუმის გვირგვინები), რომელსაც გააჩნია არაჩვეულებრივი ესეთეტიური თვისებები. ფერის შერჩევა პირველად ხდება არა მარტო კერამიკული საფარის დონეზე, არამედ კარკასის დონეზე. ეს საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ეგრეთწოდებული “გაშუქების ეფექტი”, რაც ხშირად აღელვების, ხანდახან კი პროთეზზე უარის თქმის მიზეზია (“რკინის კბილები”). მხოლოდ პროთეზირება, ცირკონიუმის ოქსიდის საფუძველზე საშუალებას იძლევა მივაღწიოთ კბილების ბუნებრივ გამჭვირვალობას. როგორი კაშკაშაც არ უნდა იყოს სინათლე – ახალი კბილები იქნებიან, როგორც ნამდვილი. 

ამ მასალის ჰიპოალერგიული თვისება ფართოდ ცნობილია მედიცინაში, ვინაიდან დიდი ხნის მანძილზე იგი გამოიყენებოდა ენდოპროთეზირებაში (ხელოვნური მენჯ-ბარძაყის სახსრებისათვის სფერული თავების დამზადება- რასაც ასევე ახასიათებს განსაკუთრებული სიმყარე!). დღეისათვის, მოსახლეობაში ალერგიულობის დონის აქტუალურობისას, როცა ექიმებს ოქროზე ალერგიაც კი აღარ უკვირთ, ცირკონიუმის ოქსიდის თვისება იმედდაკარგული ალერგიული ადამიანისათვის იძლევა შანსს.

მოწყობილობა, რომელზეც მზადდება ცირკონიუმის გვირვინები – ეს არის ახალი თაობის ტექნიკა. მოსარგებად გამზადებული პროთეზირების კონსტრუქციები უნაკლოდ ზუსტია.

მაშასადამე, ცირკონიუმის ოქსიდის პროთეზები:

  • ესთეტიურია
  • მსუბუქია
  • დღეისათვის გააჩნიათ მაქსიმალური ბიოლოგიური შეთავსებადობა
  • ცვეთგამძლეა,  მყარია

ულითონო კერამიკის პროთეზი ცირკონიუმის ოქსიდის საფუძველზე – თანამედროვე მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს პაციენტების ყველაზე მაღალი მოთხოვნები.
მაღალი ესთეტიურობა, სიმყარე და ბიოშეთავსებადობა ცირკონიუმის ოქსიდისა მას იდეალურ მასალად ხდის წინა კბილების პროთეზირებისათვის.

მოსახსნელი პროთეზი

ამ სახის კბილის პროთეზის დასახელება თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე. მოსახსნელი კბილების პროტეზებს მიეკუთვნება ისეთი პროთეზები, რომელიც პაციენტს შეუძლია გამოიღოს პირიდან და ჩაისვას პირში დამოუკიდებლად.

მოსახსნელი კბილების პროთეზი გამოიყენება, როცა პაციენტს პირში დარჩა ან ძალიან ცოტა კბილი ან დარჩენილი კბილები არ არის მყარი და შეუძლებელია მათი გამოყენება პროთეზისათვის, რომელიც არ იხსნება (გვრიგვინისა და ხიდისებრი პროთეზები). მოსახსნელი პროთეზის გაკეთების აუცილებლობა შეიძლება საჭირო გახდეს, როცა:

  • არ არის მიყოლებით სამი ან მეტი კბილი
  • პარადონტიტის დროს. კბილები შეიძლება ბევრი იყოს პირში, მაგრამ ირყეონდნენ
  • როცა არ არის ერთი ან ორი საღეჭი კბილი ყბის ბოლოში (ეგრეთწოდებული საბოლოო დეფექტი)

თუ პაციენტს დარჩა ყბაზე (ზედა ან ქვედა) ექვს კბილზე ნაკლები, მაშინ იმის ალბათობა, რომ ასეთ პაციენტს უნდა გაუკეთდეს მოსახსნელი პროთეზი 100% უახლოვდება.

მოსახნსელი პროთეზის უპირატესობა

  • შეიძლება მოხდეს კბილის ნებისმიერი რიგის დეფექტის პროთეზირება, კბილების სრულად დაკარგვის შემთხვევაშიც
  • დაბალი ღირებულება, სხვა ალტერნატიულ მეთოდთან (იმპლანტანციასთან) შედარებით

სახეები

  • ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები
  • მთლიანი მოსახსნელი პროთეზი
  • მოსახსნელი პროთეზები რბილი საყრდენით