ორთოდონტია
ბერძნულ ენაზე ორთოდონტია ნიშნავს “სწორ კბილებს”.
ჩვენი კლინიკის ექიმ-ორთოდონტები სპეციალური აპარატურის დახმარებით ასწორებენ კბილთა დგომის, კბილთა მწკრივების და თანკბილვის დარღვევებს, ორთოდონტიული აპარატის ჩადგმამდე ტარდება აუცილებელი სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი რომელშიც კარიესისა და ღრძილების დაავადების მკურნალობაც შედის.
კბილების გასწორების საწყისი ეტაპია – ბრეკეტ-სისტემის დაყენება. ბრეკეტები შეიძლება იყოს ლითონის და კერამიკის, ოქროს ან საფირონის. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ორთოდონტული აპარატი ირჩევა ინდივიდუალურად.
მკურნალობის დამამთავრებელი ეტაპია – სპეციალური აპარატით – რეტეინერებით მიღწეული შედეგის შენარჩუნება, და ბოლოს ექიმთან რეგულარული ვიზიტები – ეს წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა.
ორთოდონტიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი პაციენტები არიან – მოზარდები. ამ ასაკში “მახინჯი იხვის ჭუჭულიდან” ლამაზ გედად გარდაქმნის პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევია – ექიმ-ორთოდონტებისა და მათი მადლიერი პაციენტების სასიხარულოდ!
თანამედროვე ორთოდონტიას ძალუძს გაასწოროს ოკლუზია ნებისმიერ ასაკში. რა თქმა უნდა ეს რაც უფრო ადრე გაკეთდება, მით უფრო დარწმუნებულად შეიძლება დიაგნოზის დასმა. თუმცა ოკლუზის გასწორების დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ბავშვის ასაკის ზოგიერთი განსაკუთრებულობა.
კერძოდ, ბავშვები უმეტესად არასწორად იხეხავენ კბილებს. ასეთ შემთხვევაში თავიდან, რომ ავიცილოთ ნადების დაგროვება ბრეკეტ-სისტემის გარეშემო, საჭიროა განსაზღვრული პერიოდულობით მივმართოთ ჩვენს ექიმ–ორთოდონტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ჩამოყალიბებული მინანქარი ჯერ კიდევ სუსტია, ექიმმა შეიძლება გადადოს პროცედურა.
რამდენიმე სიტყვა ბრეკეტის სახეობების შესახებ. განასხვავებენ კარიბჭისა და ლინგვალურ ბრეკეტებს. პირველი მაგრდება კბილების გარეთა მხარეს, მეორე კი – შიგნით. ყველაზე ხშირად პაციენტებს ურჩევნიათ გამოიყენონ კარიბჭის პრეკეტ-სისტემები, ვინაიდან ისინი უფრო იაფია და მათთან შეგუების პერიოდი მოკლეა. ლინგვალურ სისტემასთან შეგუებას რამდენიმე კვირა სჭირდება, თან საჭირო იქნება ზოგიერთი შიშინა ბგერების წარმოთქმის თავიდან სწავლა.
ყველა ბრეკეტ-სისტემა მაგრდება სპეციალურ წებოზე, რომელიც შეიცავს ფთორს, ამიტომ დამაგრების ადგილის ქვეშ კარიესის წარმოქმნის არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მითთაგანია სტომატოლოგიის შესახებ. კარგი ამბავი მათთვის ვისაც უნდა ზედმეტი კილოგრამებისაგან თავის დაღწევა: ბრეკეტ–სისტემის ტარებისას შეძილება ცოტა დაკლება, ვინაიდან უნდა მოვერიდოთ მოკბეჩას.
ბრეკეტ-სისტემები რომლებიც არ იხსნება
ბრეკეტ-სისტემა – აპარატი, რომელიც არ იხსნება მას შეუძლია ზემოქმედება იქონიოს ნებისმიერ უსწორმასწორო კბილების რიგზე. სისტემის საფუძველს წარმოადგენს ბრეკეტები - პატარა ლითონის (ან კერამიკის) ფირფიტები, რომელიც კბილებს ეკრობა. თითოეული კბილისათვის განკუთვნილია საკუთარი ბრეკეტი. ბრეკეტი შედგება საყრდენი მოედნისაგან, შუაზეა ღარისაგან და ორი ფრთისაგან, რომლებიც ღარის გვერდებზეა.

ბრეკეტების გამოყენების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ყველა ღარში ტარდება განსაკუთრებული შენადნობის რკალი – ნითინოლი (ნიკელს+ტიტანი). ასეთ რკალს გააჩნია ფორმა მახსოვრობა – როგორც არ უნდა მოხარო, ის ცდილობს დაიბრუნოს თვისი პირველადი ფორმა. ესე იგი მას, თუ დავამზადებთ კბილის რიგის სწორი ფორმის მიხედვით, მაშინ მოხრილი და ბრეკეტებში გატარებული, ის შეეცდება დაიბრუნოს პირველადი მდგომარეობა და ამგვარად თვითონ (მუდმივი მოჭერის და მოხრის გარეშე) “მოჭიმავს” კბილებს სწორ რიგად.
ჩვეულებრივ, ბრეკეტების გამოყენება ბავშვებში ხდება მანამ, სანამ ყველა სარძევე კბილი შეიცვლება მუდმივით, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ, უფროს ასაკში კი.
როგორი მძიმე ფორმისაც არ უნდა იყოს კბილთა რიგების დეფორმაცია, ბრეკეტ - სისტემის მოხსნა შესაძლებელია წელიწადნახევარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი არც ისე დიდი დეფორმაცია გაქრება 2-3 ჯერ სწაფად.
ბრეკეტ-სისტემების სახეობები:
- კერამიკული
- საფირონის
- ლითონის
ჩვენს საზოგადოებაში ისევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ოკლუზის გასწორება და კბილების გასწორება შესაძლებელია მხოლოდ ბავშვობის ასაკში და მხოლოდ ულამაზო ფირფიტების საშუალებით.
ახლა ყველაფერი შეიცვალა უკეთესობისაკენ. უხეში ფირფიტების ნაცვლად გამოვიდა უფრო დახვეწილი ბრეკეტები. ოკლუზის გასწორება ბრეკეტების დახმარებით უფრო მოდური გახდა ახლა. გარდა ამისა ოკულზისა და კბილების გასწორება ყველა ასაკში მისაღებია.
აქტუალურობა
მრავალი ადამიანისათვის არასწორი ოკლუზია და უსწორმასწორო კბილები ბავშვობიდან არასრუფასოვნების მიზეზია. სტატისტიკის მიხედვით ადამინების 90 პროცენტს უკვე უსწორმასორო კბილები აქვთ. ამასთან 39% შემთხვევაში სტომატოლოგის სპეციალური ორთოდონტული დახმარება ესაჭიროებათ. არასწორი ოკულიზის გასწორებას არა მარტო ესთეტიური მხარე გააჩნია მკურნალობაში, ეს სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაცაა.

უსწორმასწორო კბილებისა და ოკლუზის ჩამოყალიბება
ხშირად არასწორი ოკლუზია და უსწორმასწორო კბილები ახლავს არასწორ აღნაგობას. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვადები, კბილების ამოსვლის დრო. ვადები ირღვევა მრავალი მიზეზის გამო, ისეთი როგორიცაა ორგანიზმში ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებების უკმარისობა, როგორიცაა კალციუმი, ფთორი.
ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მავნე ჩვევები, ძალიან ხშირად გვხვდება უსწორმასწორო კბილები და არასწორი ოკლუზია. ხშირად მშობლები შეწყნარებით ეკიდებიან იმას, რომ მათი პატარა წოვს თითს, თუმცა ამან შეიძლება მიგვიყვანოს იმისკენ, რომ მათ მალე მოუწევთ ოკლუზის გასწორება.
მავნე ჩვევად ითვლება მატყუარას დიდხანს წოვა, ტუჩზე კბენა. ასეთ შემთხვევაში კბილებს შეუძლიათ თითის სისქეზე ან საგნის სისქეზე გადაადგილება, რომელსაც წოვს ბავშვი, და შედეგად ჩნდება კბილებს შორის შესამჩნევი სივრცე
ადენოიდების (ადენოიდები) და ცხვირის ღრუს ანთებითი დაავადებების განვითარებისას, ბავშვს მუდმივად უჭერს ცხვირში და მას მუდმივად უწევს პირით სუთქვა. პირით ხანგრძლივ სუნთქვას მივყავართ სახის ქალის ზრდის დარღვევისაკენ და არასწორი ოკლუზის ჩამოყალიბებისაკენ, ეგრეთწოდებული “ადენოიდური” სახის ტიპი.
ხდება ხოლმე, რომ ყბის განვითარების ანომალიას ბავშვები მემკვიდრეობით მშობლებისაგან იღებენ.
უსწორმასწორო კბილების ერთ-ერთი ძირთადი მიზეზი თანამედროვე ადამიანის საკვების ხასიათია. რბილი საკვების მუდმივად მიღებისას - ჩვენი საღეჭი აპარატი, როგორც წესი დაუტვირთავად ასრულებს თავის სამუშაოს და შედეგად ხდება ყბის ძვლების არსასაკმარისი განვითარება.
ყველა ამ ყბაკბილის ანომალიას ოკლუზის დარღვევით, სტომატოლოგები ასწორებენ. ან დამოუკიდებლად ან ქირურგების დახმარებით- როცა საჭიროა უფრო ფართო სტრუქტურებზე ზემოქმედება, მაგალითად სახის ძვლებზე, ყბაზე.
საჭირო ასაკი
პრინციპში ორთოდონტული მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კბილი დარჩა ადამიანს და რა მდგომარეობაში იქნება პარადონტის ქსოვილები.
თუ დროულად არ გასწორდება ოკლუზია, მაშინ ყბა-სახის ანომალიასა და დეფორმაციას შეუძლია პროვოცირება გაუწიოს მთელი რიგი დაავადებების გამოვლენას ორგანიზმში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები.
გარდა ამისა, ჩნდება პრობლემები თვით ყბაკბილთა სისტემაში: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დაავადებები, ტკივილი, საკვების მიღების, ლაპარაკის დროს ტკაცუნი, პაროდონტის დაავადებები, მატულობს კარიესის განვითარების რისკი, რაც საერთო ჯამში კბილის დაკარგვისკენ მიდის.
ოკლუზის გასწორების პროცესი არ არის ადვილი და სწრაფი!
ადრე ითვლებოდა, რომ არასწორი ოკლუზის და უსწორმასწორო კბილების გასწორება შესაძლებელი იყო ბავშობის ან სიყმაწვილის ასაკში. ახლა თანამედროვე სტომატოლოგიის არსენალში არის კონსტრუქციები, რომლეთა დახმარებითაც შეიძლება ოკლუზის გასწორება მოზრდილ პაციენტებშიც. ოკლუზის გასწორება- საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ დაგვიჯერეთ, ის ამად ღირს!
ბავშვებში (9-10 წლის ასაკში) ოკლუზის გასწორება ხდება სპეციალური მოსახსნელი აპარატურით (ფირფიტები, ფუნქციონალური აპარატი, ტრეინერი), ხოლო მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება სრომატოლოგიური მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდი – (ბრეკეტები). ბრეკეტ-სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდა კბილების მდგომარეობის კორექტირება მილიმეტრების სიზუსტით და შესანიშნავი კოსმეტიკური და პროფილაქტიკური ეფექტის მიღწევა.
ცოცხალი კბილების გადაადგილების შესაძლებლობა
არსებობს აზრი, რომ კბილი შეზრდილია ყბის ძვალზე. ეს ასე არ არის. კბილის ფესვი მაგრად არის მიმაგრებული კიბლის ბუდეზე შემაერთებლი ქსოვილის ბოჭკოთი. ეს ელასტიური ბოჭკოები განლაგებულია ვიწრო ნაპრალში. ძვლის კედელსა და კბილის ფესვს შორის. კბილების გადაადგილება ხდება ორთოდონტიური აპარატების მიერ განვითარებულიAძალის შედეგად,რომელსაც აკონტროლებს ეკიმი. როცა კბილზე მიმართულია მცირე ხანგრძლივი დაწოლა, გადასაადგილებელ მხარეს ხდება მცირე უბნის გაწოვა და კბილი გადაადგილდება მეორეს მხრივ,საწინააღმეგო მხარეს იჭიმება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები, წარმოიქმნება ახალი ძვალი, რომელიც არ აძლევს საშუალებას “გადადგილებულ” კბილს დაბრუნდეს საწყის მდგომარეობას. |