კბილების მკურნალობა ნარკოზით

კბილების მკურნალობა ნარკოზით (ზოგადი ანესთეზიით) უმტკივნეულოა, ჩვენთან ნარკოზით  შესაძლებელია ყველა კბილის აღდგენა ერთ ვიზიტის დროს. თუ თქვენ აფასებთ თქვენს ჯანმრთელობას, დროს და ფულს – თკვენ მკურნალობთ ’’კუზანოვ დენტში!

ჩვენ ნამდვილად ვმკურნალობთ კბილებს ნარკოზით

დღეს არსებობს მრავალი ეფექტური საშუალება ადგილობრივი ანესთეზიისთვის, მაგრამ უპირატესობას ზოგიერთი პაციენტი მაინც ანიჭებს კბილების მკურნალობას, ამოღებას, დაქლიბვას ზოგადი ანესთეზიით, დაძინებით.

კბილების მკურნალობას ნარკოზით აქვს გარკვეული უპირატესობები:

დროის ეკონომია. საერთო ნარკოზის დროს შესაძლებელია ერთ სეანში მოხდეს კბილების ამოღება და მკურნალობა.

აბსოლუტური უმტკივნეულობა. ზოგადი ანესთეზიის დროს შეხება გვაქვს მძინარე პაციენტთან.
ამ დროს ადგილი აქვს სრულ უემოციობას, რადგან მძინარე პაციენტს  არ ესმის ბორმანქანის ხმა და არ უყურებს ინსტრუმენტებს, დისკომფორტს არ უქმნის ანაქლიბის სუნი და ა. შ.

ნარკოზის დროს გარდა უმტკივნეულობისა, ადგილი აქვს ტაქტილური შეგრძნების უქონლობას, მაგალითად: ზეწოლის, ვიბრაციის და ა. შ.

ნარკოზით მკურნალობის შემდეგ  ადგილი არ აქვს ტკივილს, პარესთეზიას რაც თან ახლავს ადგილობრივი ანესთეზიით მკურნალობას.
ზოგადი ნარკოზით კბილის ამოღება ამცირებს ალვეოლიტის გაჩენის ალბათობას. (ალვეოლიტი – კბილ–ბუდის ანთება).

ზოგადი ნარკოზით მკურნალობის დროს ხდება ისეთი მედიკამენტების შეყვანა, რომელიც ამცირებს პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფას , რაც საკმაოდ მოსახერხებელია ბჟენის დადებისთვის.
ზოგადი ნარკოზით მკურნალობას და კბილის ამოღებას ანხორციელებს ერთი ექიმი, რომელიც  პასუხისმგებელია  მკურნალობის შემდგომ  შედეგებზე.                      

რატომ არის პრიორიტეტული ჩვენს კლინიკაში ნარკოზით კბილების მკურნალობა?

ჩვენს კლინიკაში კეთდება საკმაოდ რთული ოპერაციები, რომლებიც საჭიროებს საშვალოდ 5–9 საათიან ნარკოზს, რაც მოითხოვს დიდ გამოცდილებას.

კლინიკას გააჩნია მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას გვაძლევს წარმატებულად ჩატარდეს ყველა საჭირო მანიპულიაცია პირის ღრუში: თანამედროვე აპარატურა, ინტენსიური თერაპიის პალატები, რეანიმატოლოგიური განყოფილება.

კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც წარმოადგენენ ნარკოზით კბილების მკურნალობის უსაფრთხოების გარანტს.