|
თერაპიული სტომატოლოგია
გაუტკივარება
პირის ღრუში ნებისმიერი ჩარევა, ჩვენთან სრული გაუტკივარებით ტარდება. გაუტკივარების სხვადასხვა გელი ჩხვლეტასაც კი უმტკივნეულოს ხდის. თითოეული პაციენტისათვის გაუტკივარების საშუალების არჩევა ინდივიდუალურად ხდება ანესთეზიაზე მისი რეაქციის, საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის, მკურნალობის ხანგრძლივობის, პირის ღრუში ანთებითი პროცესების გათვალისწინებით და ა.შ.
არხის დაბჟენა
ფესვის არხის დამუშავება და დაბჟენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არხი ბოლობდე არ იქნა დაბჟენილი ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ინფექციის კერა კბილის ფესვის მწვერვალზე (პერიოდონტიტი). ამას მოყვება ძვირადღირებული ხიდისებური კონსტრუქციების მოხსნა, ექიმის შეცდომის, გართულების აღმოფხვრა, განმეორებითი მკურნალობა და უკიდურეს შემთხვევაში კბილის ამოღება
სხვადასხვა კბილს, ფესვის არხის სხვადასხვა რაოდენობა გააჩნია და თითოეული ამ არხთაგანი უნდა ვიპოვოთ, გავასუფთაოთ და დავბჟინოთ.
ფესვის არხის მკურნალობა შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
- არხთან კარგად მიდგომის ჩამოყალიბება და მისი მექანიკიური დამუშავება. არხი სუფთავდება, ფართოვდება საჭირო ზომებამდე, განისაზღვრება მისი სიგრძე.
- ხსნარის საშუალებით ხდება მედიკამენტოზური დამუშავება, რომლესაც გააჩნია ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული მოქმედება.
- კერძოდ, ფესვის არხის დაბჟენა. არხების ამოსავსებად გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების სხვადასხვა მასალები.
კბილი, სრული ენდოდონტიკური მკურნალობის შემდეგ
დასაბჟენი მასალები
სრულად დაბჟენილი ფესვის არხები
კარიესი გამოწვეულია სპეციფიურ მიკროორგანიზმებით. თუ თქვენ ცუდად უვლით კბილებს: არ იხეხავთ ღამე და რეგულარულად მიირთმევთ ტკბილეულს, კბილებზე წარმოიქმნება ნადები, ხოლო შემდეგ უფრო მჭიდრო ნაერთი. მათ ქვეშ მიკრობები ახდენენ მინანქრის დემინერალიზაციას, წარმოქმნიან ორგანულ მჟავას. აღმოცენებული დაავადება გადის რამდენიმე სტადიას: საწყისი კარიესი, ზედაპირული, სშუალო და ღრმა.
კარიესის საწყისი სტადია შეიძლება წლების მანძილზე დარჩეს შეუცვლელი. ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში კონსულტაციის დროს, ექიმები შეძლებენ ზუსტად დაადგინონ კბილის დაავადების განვითრების სტადია და დაიწყონ კარიესის მკურნალობა, ღრმა სტადიის თავიდან ასაცილებლად, რომლის დროსაც ყალიბდება ფართო ღრუ, რომელიც დაცილებულია მხოლოდ დენტინის თხელი ფენით მგრძნობიარე ნერვის ქსოვილისაგან.
უყურადღებოდ არ მოექცეთ სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ შემოწმებას - ეს დაგეხმარებათ ავადმყოფობის შეჩერებაში თანამედროვე ტესტირების მეთოდიკისა და კარიესის მკურნალობის დახმარებით.
პულპიტი – კბილის რბილი ნაწილის ანთებაა, რომლის გაჩენის მიზეზად შეიძლება დასახელდეს კბილის პულპაში ინფექციური აგენტის შეღწევა. უფრო ხშირად პულპიტს თან ახლავს ღრმა კარიესი, რომლის არადროულ თერაპიას მივყავართ კბილის სტრუქტურის დაშლისაკენ, რომელიც ნერვის დაბოლოებას ეხება, რაც ვლინდება კბილის ინტენსიური ტკივილით. ანთებით პროცესს, როგორც წესი თან ახლავს ლორწოვანისა და რბილი ქსოვილების შეშუპება, რის შედეგად ხდება არტერიის შეკუმშვა და კბილის პულპას კვების დარღვევა. თანდათანობით ვითარდება პულპის კვდომა.
თუ თქვენ არ გინდათ კბილის დაკარგვა, დროს დახარჯვა ხანგრძლივ მკურნალობასა და პროთეზირებაზე, არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი. იდეალურ ვარიანტად ითვლება ვიზიტი ექიმთან, როცა კარიესის პირველი ნიშნები ჩნდება. და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნეთ კბილის მინანქრის მომატებული მგრძნობელობა საკვების ტემპერატურის მიმართ, თუ გეწყებათ კბილის ტკივილი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში. ერთად ჩვენ წარმატებულად ავიცილებთ თავიდან პულპიტის განვითარებასა და კბილებისა და ღრძილების სხვა მრავალ დაავადებას.
როგორ ხდება პულპიტის მკურნალობა
ჩვენს კლინიკაში პულპიტის მკურნალობისათვის იყენებენ თანამედროვე მეთოდებსა და მასალებს, რაც საუკეთესო და ხანგრძლივი რეზულტატის გარანტიის საშუალებას იძლევა. პულპიტი პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტკივილის გარეშე, რასთან დაკავშირებითაც, გამართლებულია პულპიტის მკურნალობის ჩატარება ეფექტური და უსაფრთხო ანესთეზიის ქვეშ. პულპას ანთებას აქრობენ, ხოლო ღრუსა და დაშლილი კბილის ფორმის რესტავრაცია ხდება მყარი და ესთეტიური მასალების დახმარებით, რაც კბილის შემდგომ დაშლას აჩერებს.
კბილი, ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ
დასაბჟენი მასასლა
ფესვის არხის მთლიანი დაბჟენა
დღეს ეს პროცედურა უკვე აღარ საჭიროებს პაციენტის დროის დაკარგვას, ჩვენი კლინიკის სპეციალისტები პულპიტის მკურნალობას ერთ ვიზიტზე ატარებენ.
კბილის გვირგვინის ნაწილი
კბილის მინანქარი
კბილის დენტინი
ღრძილი
ნერვი
ფესვის დუღაბი
ფესვი
პერიოდონტიტი – კარიესული პროცესის ყველაზე საშიში გართულებაა.
წარმოქნის ძირითადი მიზეზები
პერიოდონტიტი - ეს გართულებული კარიესის ერთერთი ფორმაა, როცა იშლება ნერვი და ზიანდება იოგი, რომელიც კბილბუდეში აფიკსირებს კბილს.
კბილი ხდება მოძრავი და პატარა შეხების დროსაც კი ტკივილს იწვევს. მატულობს სხეულის ტემპერატურა. თუ პერიოდონტიტი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე, მაშინ ხდება ფესვის გარეშემო ძვლის გაწოვა, წარმოიქმნება გრანულომა (კბილის ფესვის მწვერვალზე პარკუჭი), კისტა (დიდი ღრუ), რომლებიც საჭიროებენ სერიოზულ მკურნალობას არა მარტო თვითონ კბილის შენარჩუნების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ორგანიზმის მოწამვლა საკუთარი ქსოვილების დაშლილი პროდუქტებისაგან. თუ ადამინს აქვს პერიოდონტიტით დაზიანებული რამდენიმე კბილი, იწყება გართულება შიდა ორგანოების მხრიდან: თირკმელები (გლომერულონეფრიტი), გული (რევმატიზმი), სახსრები (რევმატიზმი). კბილს ხსნიან, არხებს ამუშავებენ სპეციალური ნემსებით, ანტისეპტიკებით, ულტრაბგერით. პერიოდონტიტის მკურნალობას ატარებენ მრავალეტაპობრივად.
პერიოდონტიტი - ხშირად ვითარდება კბილების ფესვის არხების უხარისხო მკურნალობის შედეგად. ზოგჯერ სურათებზე ჩანს არხში ინსტრუმენტების სამ ნამსხვრევზე მეტი მაინც. მსგავსი კბილები ხშირად ამოსაღები ხდება, თუ არ ფლობენ არხების ხელახალი მკურნალობის მეთოდიკას. არხებს ამუშავებენ სპეციალური ნემსებით, ანტისეპტიკებით, ულტრაბგერით. ხშირად ეს მრავლსაათიანი პროცედურაა. კბილის ”გადარჩენა” ხშირად აუცილებელია წარმატებული პროთეზირებისათვის.
როგორია მისი ნაირსახეობები?
პერიოდონტიტის დამახასიათებელი ნიშნებია კბილის გადიდების სინდრომი, ტკივლი ჩაკბეჩისას. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის დაკარგვის რისკი გაიზრდება.
ლოკალიზაციის მიხედვით პერიოდონტიტი არის: მწვერვალისა (აპიკალური) და კიდის (მარგინალური). მარგინალური პერიოდონტიტი დღესდღეობით მიეკუთვნება პაროდონტის დაავადებებს.
კლინიკური მიმდინარეობისა და პათანატომის სურათის მიხედვით განასხვავებენ პერიოდონტიტს მწვავესა და ქრონიკულს.
მკურნალობის საკუთარ მეთოდებს კონკრეტულ შემთხვევაზე დამოკიდებულებით ირჩევენ. იყენებენ სპეციალურ პასტებს, რაც ხელს უწყობს კისტის გაწოვას (გრანულომები) და ძვლის ქსოვილს აღდგენას. ზოგჯერ კონსერვატული მეთოდებით გვერდის ავლა არ გამოდის და ინფექციის კერის ჩასაქრობად ტარდება კბილის ფესვის მწვერვალის რეზექცია ქირურგიული ჩარევით . ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა პაციენტმა საკუთარი კბილები შეინარჩუნოს.
სიმპტომები
პერიოდონტიტი ვლინდება კბილის არეში მკვეთრი ტკივილით, რომელიც ძლიერდება მასთან შეხებისას. ტუჩების, ლოყის შესიება, ღრძილის შეშუპება, კბილი მოძრაობს. პირიდან არასასიამოვნო სუნი, ზოგჯერ ღრძილზე ფისტულა.
პერიოდონტიტი არის: ინფექციური და არაინფექციური
ინფექციური პერიოდონტიტი
პერიოდონტიტის განვითარებაში ძირითად როლი მიკროორგანიზმებსა და მათ ტოქსინებს ეკუთვნით. ისინი აღწევენ პერიოდონტში ფესვის არხით, პაროდონტალურ ნაპრალში ან ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით.
ხშირად ინფექცია აღწევს ფესვის არხით და მწვავე დიფუზური და ქრონიკული განგრენული პულპიტის შედეგია, და ასევე პულპის ნეკროზის. მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები, პერიოდონტიტის ქსოვილში შეღწევისას, იწვევენ საშიშ ანთებას.
არაინფექციური პერიოდონტიტი
ვითარდება შემდეგი მიზეზების შედეგად:
- ტრავმული დაზიანებები:
- ა) ერთმომენტიანი, მწვავე (დარტყმა, დაზიანება, არხების დაბჟენის შემდეგ, პერიოდონტის ტრავმა პულპის ამოღების შემდეგ, მკვეთრი ჩაკბეჩა, მოუხერხებელი კბილისათვის; თხილის გატეხა, ძვლის ღრღნა);
- ბ) ქრონიკული მიკროტრამვა (მოსაწევი მილით, სასულე ორკესტრის ინსტრუმენტებით, ძაფის მოწყვეტით, კბილზე ფანქრის, კალმის დაჭერით, მაღალი ბჟენით და სხვ.)
- წამლების მოქმედება:
- ძლიერმოქმედი საშუალებების მოხვედრა პერიოდონტიტში: ფესვის არხების გაფართოების (ტრილონი ბ, სამეფო არაყი), მათი სტერილიზაციის (ფორმალინი, აზოტმჟავის ვერცხლი და სხვ.) დროს, ასევე დარიშხანოვანი პასტის მოხვედრისას.
კბილის რესტავრაცია – ეს არის კბილის აღდგენა კომპოზიტური მასალით, მიმართული მისი ნამდვილი სტრუქტურის იმიტაციისაკენ. კბილის რესტავრაცია გულისხმობს ღონისძიებების კომპლექსს, მიმართულს ესთეტიური თვალსაზრისით, კბილების გაუმჯობესებისაკენ: კბილების მდგომარეობისა და შესახედაობის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანებების კორექცია. კლინიკის სპეციალისტები კბილების თანამედროვე რესტავრაციის რიგ მეთოდებს ფლობენ, რომლებიც აღადგენენ კბილების სილამზესა და უნაკლო ღიმილს.
მასში შედის, კბილის ნადების მოცილება ულტრაბგერითი აპარატის დახმარებით, კბილს დამუშავება სტომატოლოგიური ქვიშაჭავლური აპარატის დახმარებით, და გაპრიალება სპეციალური გასაპრიალებელი პასტების მეშვეობით. რის შედეგადაც კბილები იძენენ ბუნებრივ თეთრ ფერს.
კბილების ჰიგიენური გაწმენდის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს რემინერალიზაციური თერაპია: კბილის მინანქრის გასამაგრებლად ფთორ-ლაქის ან ფთორ-გელისაპლიკაცია.
როდის უნდა ჩატარდეს პროფესიონალური ჰიგიენა?
სტომატოლოგები გვირჩევენ მივმართოთ ჰიგიენისტს სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე. რატომ? ჯერ ერთი, პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება დადებითად იმოქმედებს ღრძილების მდგომარეობაზე, ბჟენის გაკეთებისას ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე, კბილის ნადების არ არსებობის შემთხვევაში სტომატოლოგს საშუალება მიეცემა აღმოაჩინოს კარიესი შედარებით საწყის სტადიაზე. მესამე, კბილების ჰიგიენური წმენდის შემდეგ ექიმს უფრო ზუსტად შეუძლია ახალი ბჟენის ფერის შერჩევა და ჩატარებულ სამუშაოზე უფრო დიდი ხნის გარანტიის მიცემა.
ჰიგიენისტს უნდა მიმართოთ წელიწადნახევარში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში კბილების სილამაზე უფრო დიდ ხანს შენარჩუნდება.
ყოველი მეორე ადამიანი მსოფლიოში, სარგებლობს სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით და იუმჯობესებს თავისი კბილების მდგომარეობას.
კბილების მკურნალობისა და ქირურგიის გარდა ჩვენ გთავაზობთ ესთეტიურ მომსახურებასაც, ისეთები, როგორიცაა კბილების გათეთრება და პროფესიონალური გაწმენდა. ქათქათა და სწორი კბილები – ნებსიმიერი ადამიანის სილამაზის შემადეგენელი ნაწილია. ჯანმრთელობა და ლამაზი კბილები – საერთო ჯამში ჯანმრთელი ადამინის დამახასიათებელი ნიშნებია. ხოლო, როცა ადამიანი ჯანმრთელია – ის ყოველთვის კარგ განწყობაზეა და შედეგად წარმატებულია ყველაფერში.
ჩვენ, ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს კბილების გათეთრების თანამედროვე ZOOM ტექნოლოგიას.
ZOOM - ამერიკელი ექიმის, ლოს-ანჯელესიდან, ვილმომ დორფმანის შემუშავებულია.
კბილების გათეთრება ZOOM სისტემის მიხედვით,ჩვენს კლინიკაში ერთი საათის მანძილზე ხდება. საშუალოდ, პაციენტის კბილის ფერი, გათეთრების შემდეგ ხდება A1. ყველაზე თეთრი Vიტა-ს შკალის მიხედვით. ეფექტი უფრო ნათლად ჩანს შედარებით მუქ კბილებზე. მეთოდის არსი მდგომარეობს, კბილებზე ჟანგბადის შემცველი გელის დადების აქტივიზაციაში, რომელიც მოქმედებს რბილად, ეფეტურად, სწრაფად მინანქრის სტრუქტურის დაზიანების გარეშე. აქტივიზაცია ხდება სპეციალური ლამფით (ნათურით). ZOOM კბილების გათეთრების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ ნეიტრალური PPh ბალანსი, რაც პროცედურას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის.
თეთრი, იდეალურად სწორი კბილები – აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მიმზიდველი ღიმილისა და ურთიერთობისათვის., ხოლო, როგორც ცნობილია მომხიბვლელი ღიმილი – გარეგნობა, რომელიც ყურადეღებას იქცევს – ცხოვრებისეული წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ სამწუხაროდ ბუნებრივად თეთრი კბილები ყველას არ აქვს. და თან ისეთი ფაქტები, როგორიცაა კბილების ბუნებრივი სიბერე, ყავის, ჩაისა და სხვა პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ საღებავებს, ასევე მოწევა ტოვებენ თავის კვალს და კბილების ფერს არც ისე იადეალურს ხდის. მაგრამ თანამედროვე კოსმეტიკურმა სტომატოლოგიამ, კბილების მკურნალობის მეთოდიკის ტექნოლოგიის მუდმივმა სრულყოფამ, იპოვა საოცარი მოსახერხებელი და აბსოლუტურად უსაფრთხო გამოსავალი ამ სიტუაციიდან – კბილების გათეთრება.
მხოლოდ ჩვენთან, კბილების გათეთრების პროცედურა იძლევა მოსალოდნელ შედეგს, ხარისხიანად და აბსოლიტურად უმტკივნეულოდ. ჩვენს კლინიკაში კბილების გათეთრება – ეს არის ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის მიმართ. ჩვენთან კბილების გათეთრება ხდება პირის ღრუს სრული გაჯანსაღების, კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის საგულდაგულო დიაგნოსტიკის შემდეგ. ჩვენი სტომატოლოგების მიერ გამოყენებული კბილების გასათეთრებლი სპეციალური მოწყობილობები და უახლესი პრეპარატები, საშუალებას გვაძლევს ჩვენს პაციენტებს კბილების გათეთერბის შეუდარებელი რეზულტატებისა და მათი სრულყოფილი ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტია მივცეთ.
გაუღიმეთ ცხოვრებას! ამაში ჩვენ დაგეხმარებით! |