პირველადი რინოპლასტიკა
რინოპლასტიკის ჩვენებებია ცხვირის ესთეტიკურად არადამაკმაყოფილებელი ფორმა–კეხი, ფართო, წვრილი, გაორმაგებული ან ასიმეტრიული ცხვირის წვერი, ფართო ცხვირი, სხვა და სხვა თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციები. ცხვირის ფორმის შეცვლით შესაძლებელია სახის ჰორმონიულობის მიღწევა. ოპერაციის ჩვენება აგრეთვე ცხვირის ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, პოლიპოზითა და ადენოიდებით გამოწვეული ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. რინოპლასტიკის ჩვენებას ასევე წარმოადგენს ადრე ჩატარებული ოპრაციების არადამაკმაყოფილებელი შედეგი – განმეორებითი რინოპლასტიკა.
ოპერაცია
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ხანგრძვლივობა 1,5-5 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე. გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელის არეში (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი).
ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბური. ოპერაციის დროს ხდება ჩარევა ძველ-ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე, შედეგად ვღებულობთ უფრო ლამაზ და სახესთან ჰარმონიულ ცხვირს.
სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ტარდება გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია (სეპტოპლასტიკა), ცხვირის ნიჟარების რეზექცია (ტურბინექტომია), პოლიპექტომია, და ადენოიდექტომია.
განმეორებითი რინოპლასტიკის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება აუტოხრტილოვანი ტრანსპლანტატების გამოყენება, რითაც შესაძლებელია ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის დაკარგული ელემენტების აღდგენა.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
ოპერაციის შემდეგ ცხვირის ხვრელში იდება სპეციალური ტამპონები, რომლებს ვიღებთ 3-6 დღეში, ოპერაციის ხასიათის (ესთეტიკური რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა, რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა) მიხედვით.
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტამპონებს, რომელთა ამოღება უმტკივნეულოა.
ოპერაციის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად და პროფილაკტიკის მიზნით ცხვირზე იდება სინთეტურ ან ტაბაშირის ნახვევს, რომელსაც ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე ვხსნით 5-11 დღეში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან მე-2 დღეს. სამუშაოს უბრუნდება მე-3 დღეს.
ნაკერების მოხსნა ხდება მე-6 დღეს. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღენიშნებოდეს ცხვირის წვერის არეში კანის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან მე-3 დღეს.
სრული ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია 2 კვირის შემდეგ.
შეშუპებები და სილურჯე ინდივიდუალურია და 1-2 კვირის შემდეგ როგორც წესი ქრება.
სათვალის ტარება 2 თვის განმავლობაში არ არის რეკომინდირებული.
ცხვირი თავის საბოლოო ფორმას ღებულობს ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ, თუმცა პაციენტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ამ ცვლილებეს ვერ ამჩნევს.
პაციენტებტან ინდივიდუალური მიდგომა და მათზე ხანგრძვლივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს მიერ მიღებულ სტაბილურ შედეგებს.
ტექნოლოგია
ბევრ კლინიკაში გამოიყენება რინოპლასტიკის სტანდარტული მეთოდი, ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების (გამაგრების) გარეშე. თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ ასეთ პაციენტებს აქვთ სწორი ცხვირის ზურგი და ოდნავ აწეული წვერით:

ქირურგიც და პაციენტიც კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით, ექიმი ატარებს ფოტოსესისიას (უღებს სურათს) და მათი გზები იყრება. თუმცა, ცხვირის წვეტის არაადექვატური ფიქსაციის შედეგად უკვე ერთი თვის თავზე ნაწიბუროვანი პროცესების ფორმირებისა და გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით ცხვირის წვერი ეშვება ქვევით და ხდება “ნისკარტისებური”:

პაციენტი ოპერაციიდან ორი კვირის და 3 თვის შემდეგ.

ცხვირის წვერის დაშვების სქემატური გამოსახულება
როგორც სურათებიდან ჩანს, ცხვირის წვერის არმირების გარეშე ხდება მისი ჩამოშვება და ცხვირი ღებულობს ნისკარტის ფორმას.
ჩვენს კლინიკაში მიღებული შედეგების ანალიზის ჩატარებისა და რინოპლასტიკის ტექნიკაში ცვლილებების – ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირება – შეტანის შემდეგ, შევძელით კარგი ესთეტიკური და სტაბილური შედეგების მიღწევა.
ჩვენს კლინიკაში რინოპლასტიკის მიზანია პაციენტის სახესთან მაქსიმალურად ჰორმონიული და ხასიათან შესაბამისი ცხვირის ფორმირება, ამავე დროს იგი არ უნდა ჰგავდეს ნაოპერაციევს და ოპერაციის შემდგომი შედეგი უნდა იყოს სტაბილური. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ხერხს:
რინოპლასტიკისთვის ვიყენებთ მიკროქირურგიულ მეთოდს, რომელიც იძლევა ცხვირის ნაზ კანსა და ხრტილებზე პრეციზიულად და არა ტრავმატულად მუშაობის საშუალებას. შედეგად მცირდება ოპერაციის ტრავმულობა, ოპერაციის შემდგომი შეშუპებები და შესაძლებელია კარგი შედეგის მიღება იქ, სადაც ტრადიციული მეთოდი უძლურია. ქირურგს რომელიც ფლობს მიკროქირურგიულ ტექნიკას, შეუძლია წარმატებით შეასრულოს რინოპლასტიკა ცხვირის რთული ტრავმებისა და დეფორმაციების შემთხვევებში, რომლის გაკეთებასაც ბევრი ქირურგი თავს არიდებს. რინოპლასტიკის დროს ვიყენებთ ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების სხვადასხვა მეთოდს, რაც გვაძლევს სტაბილური შედეგის მიღების საშუალებას და აგრეთვე შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ცხვირის წვერის ჩამოშვება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და სიბერეში.

ცხვირის წვერის არმირების (დამაგრების) სქემატური გამოსახულება.

პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 კვირისა და სამი წლის შემდეგ, როგორც სურათიდან ჩანს, ადექვატური არმირების შემდეგ, ცხვირის წვერის ჩამოშვება არ ვითარდება.
ჩვენს კლინიკაში ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება ნაკეროვანი ტექნოლოგია, ამ მეთოდით შესაძლებელია ცხვირის წვერის სიგრძის, სიგანის და სიმაღლის შეცვლა ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის დესტრუქციის გარეშე.

ცხვირის წვერის მოდულირების სქემატიური გამოსახულება.

ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 3 კვირის შემდეგ.

ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ.

ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ.
კლინიკაში ასევე ტარდება ცხვირის ფორმის კორექცია და ცხვირით სუნთქვის აღდგენა – სეპტოპლასტიკა, ტურბიექტომია – ერთ მომენტად (იხილეთ ოტორინოლარინგოლოგია). სეპტორინოპლასტიკა და ტურბინექტომია ტარდება მიკროქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენებით.
ყველა ჩვენი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩვენ ვაკონტროლებთ ცალკეულ შედეგებს, რაც კარგი და სტაბილური შედეგის მიღების გარანტია.
|