მასტოპექსია
სარძევე ჯირკვლების ლიფტინგი (აწევა) მასტოფტოზის (ჩამოშვება) დროს.
ოპერაციის მიზანია სარძევე ჯირკვლების ფორმის შეცვლა ჯირკვლების ქსოვილის აწევით და დვრილ–არეოლის კომპლექსის პოზიციის შეცვლა. ლიფტინგი ტარდება ძირითადად კანის რეზექციის ხარჯზე.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკველების ლიფტინგი კეთდება 90–იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ ვიყენებთ პერიარეოლურ, ვერტიკალურ და T-ს მაგვარ მასტოპექსიას.
ისტორია
სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რედუქციის ისტორიასთან, უფრო მეტიც, ამ ოპერაციების ტექნიკა ბევრ ასპექტში ერთმანეთის მსგავსია. ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ლიფტინგის დროს კანის განაკვეთი უფრო პატარაა. ასევე რედუქციისაგან განსხვავებით ლიფტინგის დროს კეთდება ძირითადად კანის რეზექცია.
სარძევე ჯირკვლების აწევის ერთ–ერთი პირველი ოპერაცია ჩაატარა მიხელ პუსინმა (Michael Poussin) 1897 წელს. მან განაკვეთი გაატარა არეოლის თავზე, გააკეთა კანის ნაწილის, ჯირკვლის და ხიმოვანი ქსოვილის რეზექცია, მაგრამ პირველი ზომაში დაპატარავდა და ოპერაციის შედეგი არაესთეტიკური გამოვიდა. მან უკეთესად შეძლო მკერდის დაპატარავება მის აწევასთან ერთად, მაგრამ დვრილ–არეოლის კომპლექსის გადაადგილება ასიმეტრიული გამოუვიდა.
ამ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა შესძლო ამერიკელმა ქირურგმა მაქს ტორეკმა (Max Thorek) 1921 წელს, რომელმაც სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის დროს გააკეთა დვრილ–არეოლის კომპლექსების რეზექცია, მათი შემდგომი გადანერგვით. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში სარძევე ჯირკვლების აწევის დროს დვრილ–არეოლის კომპლექსის თავისუფალ გადანერგვაზე უარი თქვეს.
დღესდღეობით კეთდება პერიარეალური, ვერტიკალური და ინვერსიული T-ს მაგვარი ლიფტინგი. ყოველმეთოდს გააჩნია თავისი ჩვენებები, მკერდის ჩამოშვების ხარისხიდან გამომდინარე.
ჩვენებები
მასტოპექსიის ჩვენებებია სარძევე ჯირკვლების ასაკობრივი და პოსტლაქტაციური ცვლილებები ქალებში სარძევე ჯირკვლების საკმარისი მოცულობით, მაგრამ გამოხატული ფტოზით და კანის ელასტიურობის დაქვეითებით. მასტოფტოზი ასევე შეიძლება განვითარდეს მკვეთრი გახდომის შედეგად. სარძევე ჯირკვლები იწყებს ჩამოშვებას, მკერდქვეშა ნაოჭი ხდება გამოხატული, დვრილი ეშვება მკერდქვეშა ნაოჭის ქვემოთ, ჯირკვლის ქსოვილი გადაინაცვლებს ქვევით, ზედა კონტური ხდება ჩავარდნილი, კანი იწელება.
პაციენტის სურვილის მიხედვით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლების ლიფტინგის ჩატარება სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციის კომბინაციაში. სარძევე ჯირკვლების სუსტად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციით შემოფარგვლა.
დადგენილია, რომ მასტოპექსია (მკერდის ლიფტინგი) არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლების ქსოვილების მდგომარეობაზე და არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მასტოპათიების ან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი. მიუხედავად ამისა, ოპერაციის წინ, ყველა პაციენტს უტარდება სავალდებულო სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.
ოპერაცია
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა მეთოდიკიდან გამომდინარე 1–3 საათია. მკერდის აწევა ხდება სარძევე ჯირკვლების ქსოვილების გადაადგილებით, იმგვარად რომ დვრილი ან არეოლი გადაინაცვლებს ნორმალურ პოზიციაში და მკერდის ფორმა გაცილებით უკეთესი ხდება. განაკვეთი მეთოდიკიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს არეოლის გარშემო, ვერტიკალურად არეოლიდან ქვემოთ და მკერდქვეშა ნაოჭის არეში. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომელთაც იღებენ 2–4 დღეში.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
როგორც წესი, პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 3–5 დღის შემდეგ.
ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 2 კვირის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.

პაციენტი ოპერაციამდე და პერიარეოლური მასტოპექსიიდან 1 თვის შემდეგ

პაციენტი ოპერაციამდე და ვერტიკალური პასტოპექსიიდან 1 კვირის შემდეგ.

პაციენტი ოპერაციამდე და ინვერსიული T–ს მაგვარი მასტოპექსიიდან 2 კვირის შემდეგ.

პაციენტი რომელსაც ჩაუტარდა მკერდის ფტოზის კორექცია სილიკონის იმპლანტებით აუგმენტაციის მეშვეობით.
|