ლაპაროსკოპული გრძივი ანუ სლივ გასტრექტომია
ამგვარი ქირურგიული ჩარევა დღევანდელ დღეს ყველაზე თანამედროვე მეთოდია სიმსუქნის ქირურგიაში. ოპერაცია ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 33კგ/მ2 მეტია.
ოპერაცია ასევე ტარდება ტრადიციული განაკვეთის გარეშე, ლაპაროსკოპული მიდგომით - სპეციალური ვიდეოსისტემისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. რაც იძლევა საშუალებას დაიზოგოს მუცლის წინა კედელი - პრესი. ოპერაციისას კუჭს შემოეჭრება მისი მოცულობის დიდი ნაწილი (80%), ფაქტობრივად რჩება 1,5 სმ დიამეტრის მილი, რაც საშუალებას იძლევა მცირე ოდენი საკვების მიღების შემდეგ გაუჩნდეს დანაყრების შეგრძნება. გარდა ამისა ხდება კუჭის იმ ნაწილის მოცილება სადაც გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი - გრილინი. არ საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას. ამავდროულად ნარჩუნდება კუჭისა და საყლაპავის ფიზიოლოგიური სარქველები, რაც ხელს უწყობს საკვების სწრაფ გადასვლას წვრილ ნაწლავში. აღსანიშნავია, რომ პაციენტები წონაში კლებასთან ერთად იკურნებიან II ტიპის შაქრიანი დიაბეტისაგან 90%-ზე მეტ შემტხვევაში.
გარდა ამისა ეს ოპერაცია გამოიყენება როგორც პირველი ეტაპი ზემძიმე პაციენტების მკურნალობისათვის , რომელთათვის ნარკოზისა (ანესთეზიის) და ოპერაციის რისკი ძალიან მაღალია.
ამ სახის ოპერაციისას ხდება 40-70(%) ზედმეტი წონის კლება.

|