ბილიოპანკრეატული შუნტირება

ნაჩვენებია ავადმყოფებში 90კგ–ზე მეტი ჭარბი წონით.

ბილიოპანკრეატული შუნტირება განეკუთვნება რთულ–კომბინირებულ ოპერაციებს და მოიცავს რესტრიქციულ და შუნტირების კომპონენტს, ანუ კუჭის მოცულობის შემცირება და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორ ნაწილად გაყოფის საშუალებით საკვების შეწოვის მოცულობის შეზღუდვა.

საკვების გადამუშავება და შეწოვა ხდება ნაწლავის ბოლო ნაწილში, ამასთან პაციენტს საკვების მიღების რაოდენობა არ ეზღუდება.

ამ ოპერაციას თან სდევს ნაღვლის ბუშტისა და აპენდიქსის ამოკვეთა, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისა და მწვავე აპენდიციტის მომატებული შესაძლებლობის გამო.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში ტრადიციული მეთოდით.

ოპერაციის ხანგძლივობა საშუალოდ 4–6 სათია.

პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე ეწერება მე–5–6 დღეს.

სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.

ნაკერები იხსნება 10–12 დღეში.

ოპერაციის შემდომ პერიოდში პაციენტებს აქვს ფაფისებური კუჭის მოქმედება, დღეში 3–ჯერ 4–ჯერ.

მანქანის ტარება შესაძლებელია ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.

ფიზიკური დატვირთვა შეზღუდულია 2 თვის განმავლობაში.

აუცილებელია ანტისეკრეტორული და რკინის შემცველი პრეპარატების, პოლივიტამინების და კალციუმის ყოველდღიური პერორალური მიღება. მიუხედავად ამისა ბილიოპანკრეატული შუნტირება წონის დაკლების ყველაზე ეფექტური მეთოდია და ნაჩვენებია პაციენტებისთვის სუპერმორბიდული სიმსუქნით.

PA300107a
ბილიოპანკრეატული შუნტირების სქემატური გამოსახულება.

 


პაციენტი ოპერაციამდე და ბილიოპანკრეატული შუნტირებიდან 1,5 წლის შემდეგ, პაციენტმა დაიკლო 105 კგ, დაგეგმილია ბოდილიფტინგის ოპერაცია.

 

  შემდეგი გვერდი "ბოდილიფტინგი"