კუჭის ლაპარასკოპიული ბანდაჟირება რეგულირებადი რგოლით
ნაჩვენებია ავადმყოფებში ჭარბი წონით 30–დან 70 კგ–მდე.
მეთოდი გულისხმობს ლაპარასკოპიის მეშვეობით კუჭის ზედა ნაწილზე სილიკონის რგოლის ჩამოცმას. რგოლის შიგნითანა მხარე წარმოადგენს რბილი სილიკონის ბალონს. ბალონი წვრილი მილის საშუალებით უერთდება სისტემის პორტს და მისი მეშვეობით შესაძლებელია რგოლის შიგნითა სანათურის დიამეტრის შეცვლა; სწორედ ამის გამო ჰქვია ამ სისტემას რეგულირებადი, არარარეგულირებადი კუჭის ბანდაჟებისგან განსხვავებით, რომელთა გამოყენებასაც გარკვეული ნაკლოვანებები გააჩნიათ.
კუჭზე ბანდაჟის დადების მიზანია მისი ორ ნაწილად გაყოფა, ზედა მცირე – 25 მლ.–მდე და ქვედა უფრო დიდი, მათ შორის ვიწრო ხვრელით, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში საკვების გადასვლის შესაფერხებლად. საკვები კუჭში მოხვედრის შემდეგ ვიწრო გადასასვლელის გამო ფერხდება ზედა კამერაში, აღიზიანების სიმაძღრის რეცეპტორებს და იწვევს დანაყრების შეგრძნებას.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. ხნგრძლივობა 1 – 2 საათია. 3 – 5 მცირე ზომის (0,3 – 0,5 სმ) განაკვეთიდან ლაპარასკოპიული მეთოდით კუჭის უკან იქმნება არე, საიდანაც ტარდება სილიკონის მანჟეტი, რომელიც იკვრება კუჭის წინა კედელზე, ამგვარად კუჭის ზედა ნაწილში იქმნება რგოლი. ბანდაჟის საყლაპავზე გადაცურების პროფილაკტიკის მიზნით მანჟეტი ფიქსირდება კუჭის კედელთან. ბალონიდან გამომავალი მილი გამოყავთ მკერდის არეში, ან კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ნეკნთა რკალის თავზე, სადაც თავსდება პორტი.
პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე ეწერება მეორე დღეს.
სამუშაოზე გასვლა შესაძლებელია ოპერაციიდან 3–4 დღის შემდეგ.
ნაკერები იხსნება 10–12 დღეში.
მანქანის ტარება შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირაში.
ფიზიკური დატვირთვა შეზღუდული არაა.
ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ ხდება დადებული ნაკერების სრული შეხორცება, პორტში შეყავთ 4–9მლ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც ბერავს კუჭზე დადებული რგოლის მანჟეტს და ამგვარად ავიწროებს გადასასვლელ ხვრელს, რითაც შესაძლებელია კუჭის ქვედა კამერაში საკვების გადანაცვლების სიჩქარის რეგულირება. საჭიროებისდა მიხედვთ შესაძლებლია ხვრელის როგორც დავიწროება ისე გადიდება.

კუჭზე რეგულირებადი რგოლის დადების სქემატური და რენტგენოლოგიური გამოსახულება.
|