ინტრაგასტრალური ბალონირება
ნაჩვენებია პაციენტებისთვის ჭარბი წონით 10–დან 30 კგ–მდე, ან როგორც წინასაოპერაციო მზადება პაციენტებისთვის მორბიდული სიმსუქნით.
მეთოდი გულისხმობს გლუვი სფეროს ფორმის სილიკონის ბალონის გამოყენებას. ჩაფუშული ბალონი გასტროსკოპის საშუალებით ყენდება კუჭში, კათეტერს უერთდება შპრიცი და მხედველობის კონტროლის ქვეშ იბერება. როდესაც ბალონი შეივსება(500 მლ), კათეტერს აძრობენ და სარქველი იკეტება. რამდენიმე საათში პაციენტი მიდის სახლში.
კუჭში მოთავსებული ბალონი იკავებს მის უდიდეს ნაწილს რის შედეგაც პაციენტის მიერ მიღებული საკვების რაოდენობა შესაბამისად მცირდება. გარდა ამისა გაბერილი ბალონი იწვევს კუჭის კედლების გაწელვას რაც იწვევს სიმაძღრის რეცეპტორების გაღიზიანებას და დანაყრების გრძნობის ადრეულ გაჩენას.

ინტრაგასტრალური ბალონის ჩაყენების სქემქტური გამოსახულება. მეთოდი ნაჩვენებია პაციენტებისათვის 10–30 კგ. ჭარბი წონით.
ექვსი თვის შემდეგ ბალონს იღებენ გასტროსკოპიის მეშვეობით. ენდოსკოპით შედიან კუჭში, ბალონს ხვრიტენ ნემსით, სითხეს ამოქაჩავენ და ჩაფუშულ ბალონს სპეციალური დამჭერის მეშვეობით იღებენ გასტროსკოპთან ერთად.
|