ექსკურსია კლინიკაში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ესტა კუზანოვ კლინიკ“-ში. კლინიკის დაარსება შეგვიძლია დაუკავშიროდ გასული საუკუნის 70-იან წლებს, როდესაც პროფესორმა ივა კუზანოვმა დაარსა მიკროქირურგიული სამსახური საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და  ესთეტიკური ქირურგიის, სიმსუქნის ქირურგიის, ოფთალმოლოგიის, ონკო-მამოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და კოსმეტოლოგიის თანამედროვე მიმართულებები.

კლინიკას უჭირავს 2000 м²ტერიტორია და განლაგებულია 4 სართულზე. ჩვენი ადმინისტრატორები გაგაგზავნიან თქვენთვის სასურველ სპეციალისტთან და მოგცემენ საჭირო ინფორმაციას.

კლინიკაში მუშაობს 11 მაღალკვალიფიციური ქირურგი. მათგან 4 რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგი, 2 ზოგადი (აბდონიმური) ქირურგი, 2 ოტოლარინგოლოგი, 1 გინეკოლოგი, 1 ოფთალმოლოგი და 2 ანესთეზიოლოგი.

კლინიკას გააჩნია თანამედროვედ აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც საშუალებას იძლევა სრულყოფილად გამოვიკვლიოდ პაციენტი.


კლინიკაში არის 3 თანამედროვე საოპერაციო, სადაც კეთდება  არა მარტო ესთეტიკური მცირეინვაზიური ოპერაციები, არამედ მრავალსაათიანი რთული აღდგენითი ოპერაციები.

საოპერაციო აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით: საოპერაციო მიკროსკოპებით, ლაპარასკოპიული აპარატით, სანარკოზე აპარატებით , რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოდ მონიტორინგი ორგანიზმის სასიცოცხლოდ საჭირო პარამეტრებზე ოპერაციის და ოპერაციისშემდგომ პერიოდში, პაციენტების გასათბობი აპარატით ოპერაციის და ოპერაციის შემდგომ, თანამედროვე სამედიცინო ინსტრუმენტებით და სხვა.

ამას გარდა კლინიკას გააჩნია პაციენტთათვის მრავალსაათიანი რთული ოპერაციისშემდგომი სარეაბილიტაციო ინტენსიური თერაპიის პალატა:

 

მე-3 სართულზე განთავსებულია სტაციონარი, აღჭურვილი კომფორტული პალატებით, სადაც ვიზრუნებთ თქვენს სწორ კვებაზე:

კლინიკას გააჩნია თანამედროვედ აღჭურვილი კოსმეტოლოგიური კაბინეტი, რომელსაც დიდი მნშვნელობა აქვს სრულყოფილი ესთეტიკური შედეგის მიღებისათვის მკურნალობის, როგორც ოპერაციამდე, აგრეთვე ოპერაციისშემდგომ პერიოდში. კაბინეტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ ყველა სახის კოსმეტოლოგიური პროცედურა უკანასკნელი სტანდარტების დონეზე  ამ სფეროში:

ლაზერული თერაპიის კაბინეტში ჩვენი ექიმები დაგეხმარებიან ოპერაციისშემდგომი ნაწიბურების მოცილებაში და გაიუმჯობესოთ ესთეტიკური შედეგი. თანამედროვე ლაზერული აპარატი გვაძლეს საშუალებას მოგაცილოთ ტყლიპი, სისხლძარღვოვანი ჰემანგიომები, სხვადასხვა პიგმენტური ლაქები და სხვა:

ჩვენ აგრეთვე შემოგთავაზებთ სახისა და სხეულის ფორმების გალამაზების არაქირურგიულ მეთოდებს, სახის გაახალგაზრდავებას ბოტოქსის ინექციებით, ნაოჭების გასწორებას მაღალმოლეკულური ბიოგელებით, ტუჩების კონტუროპლასტიკით, თანამედროვე ქიმიური პრეპარატებით წარმოებული ქიმიური პილინგით და სხვა.

გელით ჩვენს კლინიკაში!

 

  შემდეგი გვერდი "ექიმები"