ოპერაცია გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასის მოდელირებას და ჩარევას რბილ ქსოვილებზე. დღესდღეობით რინოპლასტიკა წრმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, ვინაიდან ცხვირი სახის ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო რინოპლასტიკა უნდა შეასრულოს ქირურგმა, რომელსაც ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი და კეხიანი ცხვირის ენდემურ ზონას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ოპერაციები ცხვირის ფორმის შესაცვლელად დაიწყო საქართველოში, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა. ხოლო ცალკეულ შედეგებზე დაკვირვებამ ჩვენი კლინიკის ქირურგებს საშუალება მისცა შეეტანათ მნიშვნელოვანი ცვლილებები რინოპლასტიკის ტექნიკაში, რამაც მოგვცა კარგი და სტაბილური შედეგების მიღწევის საშუალება. ჩვენთან კლინიკაში თითოეულ პაციენთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები დას ახის პროპორციები, ისევე როგორც აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებებლია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ ჰგავდეს ნაოპერაციევს.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ხანგრძვლივობა 1,5-5 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე. გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელის არეში (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი). ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბური. ოპერაციის დროს ხდება ჩარევა ძველ-ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე, შედეგად ვღებულობთ უფრო ლამაზ და სახესთან ჰარმონიულ ცხვირს. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ტარდება გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია (სეპტოპლასტიკა), ცხვირის ნიჟარების რეზექცია (ტურბინექტომია), პოლიპექტომია, და ადენოიდექტომია. განმეორებითი რინოპლასტიკის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება აუტოხრტილოვანი ტრანსპლანტატების გამოყენება, რითაც შესაძლებელია ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის დაკარგული ელემენტების აღდგენა.
ბევრ კლინიკაში გამოიყენება რინოპლასტიკის სტანდარტული მეთოდი, ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების (გამაგრების) გარეშე. თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ ასეთ პაციენტებს აქვთ სწორი ცხვირის ზურგი და ოდნავ აწეული წვერით:



როგორც სურათებიდან ჩანს, ცხვირის წვერის არმირების გარეშე ხდება მისი ჩამოშვება და ცხვირი ღებულობს ნისკარტის ფორმას.
ჩვენს კლინიკაში მიღებული შედეგების ანალიზის ჩატარებისა და რინოპლასტიკის ტექნიკაში ცვლილებების – ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირება – შეტანის შემდეგ, შევძელით კარგი ესთეტიკური და სტაბილური შედეგების მიღწევა.
ჩვენს კლინიკაში რინოპლასტიკის მიზანია პაციენტის სახესთან მაქსიმალურად ჰორმონიული და ხასიათან შესაბამისი ცხვირის ფორმირება, ამავე დროს იგი არ უნდა ჰგავდეს ნაოპერაციევს და ოპერაციის შემდგომი შედეგი უნდა იყოს სტაბილური. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ხერხს:
რინოპლასტიკისთვის ვიყენებთ მიკროქირურგიულ მეთოდს, რომელიც იძლევა ცხვირის ნაზ კანსა და ხრტილებზე პრეციზიულად და არა ტრავმატულად მუშაობის საშუალებას. შედეგად მცირდება ოპერაციის ტრავმულობა, ოპერაციის შემდგომი შეშუპებები და შესაძლებელია კარგი შედეგის მიღება იქ, სადაც ტრადიციული მეთოდი უძლურია. ქირურგს რომელიც ფლობს მიკროქირურგიულ ტექნიკას, შეუძლია წარმატებით შეასრულოს რინოპლასტიკა ცხვირის რთული ტრავმებისა და დეფორმაციების შემთხვევებში, რომლის გაკეთებასაც ბევრი ქირურგი თავს არიდებს. რინოპლასტიკის დროს ვიყენებთ ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების სხვადასხვა მეთოდს, რაც გვაძლევს სტაბილური შედეგის მიღების საშუალებას და აგრეთვე შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ცხვირის წვერის ჩამოშვება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და სიბერეში.


ჩვენს კლინიკაში ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება ნაკეროვანი ტექნოლოგია, ამ მეთოდით შესაძლებელია ცხვირის წვერის სიგრძის, სიგანის და სიმაღლის შეცვლა ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის დესტრუქციის გარეშე.

ცნობილია რომ რინოპლასტიკა ტარდებოდა ინდოეთში ჯერ კიდევ 2600 წლის წინ. იმ დროს ინდოეთში ქურდებს დასჯის მიზნით აჭრიდნენ ცხვირს, რათა მათი ამოცნობა ხალხში ადვილი ყოფილიყო. ცხვირის აღდგენის მიზნით გამოიყენებოდა Hindu-მეთოდი, რომლის დროსაც აღდგენა ხდებოდა შუბლის ნაფლეთის გამოყენებით. თუმცა ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად ესთეტიკური რინოპლასტიკა, ანუ ესთეტიკური თვალსაზრისით ჩატარებული ოპერაცია, ცხვირის ფორმის შესაცვლელად გაკეთდა 1904 წელს გერმანელი ქირურგის იაკობ ჟოზეფის (Jaques Joseph) მიერ. ითვლება, რომ მან პირველმა გამოიყენა რინოპლასტიკის დახურული მეთოდი კეხის მოშორების მიზნით ახალგაზრდა პაციენტში რომელსაც გააჩნდა კომპლექსი დიდი ცხვირის მიმართ.
ჟოზეფის ერთ-ერთმა მოწაფემ, გუსტაფ აუფრიხტმა ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ თავის თანამიმდევრებთან ერთად სრულყოფილებას მიაღწია იდეალური ცხვირის ფორმის სტანდარტიზაციაში. დღეს ქირურგების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს “აუფრიხტის” ცხვირებს. შემოღებულია ასეთი ტერმინიც – “სტანდარტული რინოპლასტიკის სინდრომი” – არაბუნებრივი თხელი ცხვირის ზურგი, წვეტიანი ოდნავ აწეული ცხვირის წვეტი და პატარა ღია ნესტოები. დღესდრეობით უფრო ბუნებრივი ფორმის ცხვირებია მოდაში.
თანამედროვე რინოპლასტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი ღია მეთოდის შემოღება იყო. პირველი ასეთი ოპერაცია აღწერა რეთჰიმ (Rethi) 1934 წელს. მაგრამ პოპულარობა ამ მეთოდმა მხოლოდ 1971 წელს მოიპოვა, როდესაც ჯ. რ. ანდერსონმა (J. R. Anderson) თავისი პუბლიკაციებით პლასტიკურ ქირურგებს გაუღვიძა ღია წესით რინოპლასტიკის ინტერესი და გახადა იგი პოპულარული მათ შორის. დღესდღეობით ეს მეთოდი უფრო ხშირად და ფართოდ გამოიყენება ვიდრე დახურული რინოპლასტიკის მეთოდი. რინოპლასტიკის ღია მეთოდის დროს კეთდება ერთი გარეთა განაკვეთი კოლუმელაზე (ცხვირის სვეტზე), რაც იძლევა ცხვირის ფორმის კორექციის საშუალებას ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი.
ღია წესით რინოპლასტიკის მეთოდის ძირითადი უპირატესობებია:
- ცხვირის რბილი ქსოვილების ნაკლები ტრავმატიზაცია აშრევების დროს
- სისხლის უმნიშვნელო დანაკარგი
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეშუპების შემცირება
- ოპერაციის ჩატარება ვიზუალური კონტროლის ქვეშ, რაც იძლევა ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის მოდელირების ფართო შესაძლებლობას
- ცხვირის ძგიდეზე სრულფასოვანი ჩარევის საშუალება, ოთხკუთხედა ხრტილის ექსტრაკორპორალური რემოდელირება და მისი შემდგომი რეპლანტაციაც კი
- აუტოტრანსპლანტატების გამოყენება
- ხრტილოვანი ჩონჩხის ნაკერებით კორექციის მეთოდის გამოყენება ხრტილების დესტრუქციული რეზექციის ნაცვლად
- ცხვირის წვერის ფიქსაციის შესაძლებლობა, რის გარეშეც რინოპლასტიკის შედეგები არასტაბილურია
- ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი დეფექტებისა და ასიმეტრიის დროული გამოვლენა და გამოსწორება